„გვჯერა, თქვენი ცხოვრების გზა ბედნიერი და წარმატებული იქნება“- თბილისის N108 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
30-09-2021
თბილისის N108 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
„თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექცია ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულებს ულოცავს ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. გისურვებთ წინსვლას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს. გვჯერა თქვენი ცხოვრების გზა ბედნიერი და წარმატებული იქნება. ვიცით, რომ თქვენი აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. სიკეთე და სიყვარული წარმართავდეს თქვენს ცხოვრებას“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს