ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. სკოლა ულოცავს პედაგოგებს ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
„ყველას გილოცავთ სულით და გულით უფროსი მასწავლებლის წოდებას და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.
სულ წარმატებები გქონოდეთ ცხოვრებაში“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უფროსი მასწავლებლის სტატუსი შემდეგმა პედაგოგებმა მოიპოვეს:
- ლელა ლორთქიფანიძე;
- ქეთევან პირპილაძე;
- ანა კახიძე.