
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ჯული ველელი შირინიანის ხელმძღვანელობით ღია სივრცეში შეიკრიბნენ და ქართველი პოეტების ლექსები და სიმღერები შეასრულეს.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიია და მოსწავლეები საკლასო სივრცეში არ სწავლობენ გაშლილ სივრცეში, უსაფრთხო გარემოში ერთად შეკრებას მაინც ახერხებენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის არაქართული საჯარო სკოლის მოსწავლეები (ქართული ენის პედაგოგი - ჯული ველელი შირინიანი) შეიკრიბნენ, წარმოთქვეს ქართველი პოეტების ლექსები, სიმღერები და საქართველო ადიდეს. კარგია, როდესაც მოსწავლეები ცდილობენ გამოხატონ თავიანთი აქტივობები და პატრიოტიზმი“, - წერს პედაგოგი ჯული ველელი შირინიანი.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: