თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტისთვს დაჯილდოვდნენ
30-09-2021
თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტისთვს დაჯილდოვდნენ.
როგორც სკოლის პედაგოგი ნარგიზ კილიპტარი წერს, მოწავლეებმა წარმატებით იმუშავეს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ თანატოლებთან ერთად.
„მართალია, პანდემიურ სასწავლო წელს გარკვეული სირთულეები ახლდა, მაგრამ ჩვენი მოსწავლეები მაინც აქტიურად ჩაერთვნენ ევროპის eTwinning პროგრამაში და დამსახურებული ჯილდოც მოვიდა - ევროპის ხარისხის ნიშნის სერტიფიკატები. ვულოცავ სკოლას, ბავშვებს, მშობლებს და საკუთარ თავსაც. ამ რთულ წელს შესანიშნავად ვითანამშრომლეთ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, ასევე უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, სომხეთის სკოლების თანატოლებთან და გვიხარია, რომ შრომა დაგვიფასდა. აქვეა პროექტის ავტორების, ქართული და უკრაინული მხარის პირადი სერტიფიკატები“,- წერს პედაგოგი ნარგიზ კილიპტარი.
მოსწავლეებს წარმატებას სკოლის დირექციაც ულოცავს.
„მოსწავლეებს სერტიფიკატების მიღებას ასევე ულოცავს სკოლის დირექციაც - ''ევროპული ხარისხის ნიშანი! ჩვენი მოსწავლეების წარმატებული პროექტი eTwinning-ის ფარგლებში. გილოცავთ ბავშვებო“,- წერს სკოლის დირექცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს