„თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული და საიმედო მომავალი ხართ“ - ქუთაისის N5 საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს მიმართავს
30-09-2021

ქუთაისის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. სკოლას ათი აბიტურიენტი ჰყავდა და ყველა მათგანი სტუდენტი გახდა.

ახლა უკვე სტუდენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ოთხმა სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვა.

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.

„ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლა სტუდენტობას ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს. ათი აბიტურიენტიდან ათივე სტუდენტია. მათ შორის ოთხმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. წარმატებებით გაგევლოთ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი. თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული და საიმედო მომავალი ხართ“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203