კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა „თსუ - ჰიუნდაი“ დაამარცხა
29-01-2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2017-2018 წლის „ა“ ლიგის მესამე ტურის თამაშები გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდთან ერთად, შეხვედრები ტურნირის ხუთივე გუნდმა გამართა, მათ შორის კი ყველაზე სანახაობრივი და დაძაბული კსუ-სა და „თსუ - ჰიუნდაის“ დაპირისპირება გამოდგა.

მატჩის ოთხივე მეოთხედი კსუ-ს კალათბურთელების სასიკეთოდ წარიმართა და 16:14; 20:18;  23:20; 25:16 დასრულდა. ოთხივე მეოთხედის დადებითი ანგარიშით დასრულების შემდგომ, შეხვედრის საბოლოო მოგება 84:68 დაფიქსირდა.

დაძაბულ ბრძოლაში კსუ-ს ნაკრებიდან თავი ამერიკელმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს: მაიკლს თორნმა გუნდს 22 ქულა მოუპოვა და 14 მოხსნა მიითვალა; რაიან აარონის ანგარიშზე 18 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო ტრეი ბაინამმა შეხვედრა 16 ქულითა და 6 პასით დაასრულა.

გუნდი „ა“ ლიგის მე-4 ტურის მორიგ თამაშს 6 თებერვალს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ს საკალათბურთო გუნდმა „ა“ ლიგაში თამაშის უფლება 2017 წლის მიწურულს, სათამაშო სეზონის წარმატებით ჩატარების შემდგომ მოიპოვა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203