„მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ“- წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მიმართვა სასკოლო საზოგადოებას
30-09-2021
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლამ - ,,ოცნება’’ ისევე, როგორც სხვა სკოლებმა სწავლა დისტანციურად განაახლა.
მალე ისინი მოსწავლეებს სკოლის კედლებში შეხვდებიან. დირექცია კი სასკოლო საზოგადოებისთვის მიმართვას ავრცელებს და ყველას მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს. „ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, კოლეგებო გილოცავთ ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. მართალია, ონლაინ გიწევთ სასწავლო პროცესის დაწყება, მაგრამ სულ მალე სკოლის კედლებში გააგრძელებთ სწავლას. მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- წერს წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლის -„ოცნება“ დირექცია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია