ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ბენაშვილი წიგნის ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო
30-09-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად და დიდი მონდომებით ერთვებიან.

სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე თამარ ბენაშვილი წიგნის „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო.

„29 სექტემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ ონლაინ პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე თამარ ბენაშვილი. ნაშრომი მოიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, სამედიცინო დაწესებულების არქივების უკვე არსებული ან/და მომავალი არქივარიუსებისთვის. იგი წარმოადგენს გზამკვლევს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რათა შექმნან და განავითარონ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო არქივი. წიგნი შექმნილია რჯც-ს (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი) და დტსუ-ს (დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი) ავტორთა მრავალწლიანი ერთობლივი თანამშრომლობით. წიგნის ონლაინ პრეზენტაციას გაუძღვა გიორგი ფხაკაძე / დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (MPH), მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD) / წიგნი „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ გამოიცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობით“, - წერია ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203