„სურვილი მაქვს საფრანგეთსა და იტალიაში ვიმოგზაურო“ - ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა კოპალიანი ფოტოკონკურსში მონაწილეობს
30-09-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ.

სკოლის მოსწავლე ლანა კოპალიანი ფოტოკონკურსში - „ევროპული ენა ჩემს ცხოვრებაში“ არის ჩართული.

„მე ვარ ლანა კოპალიანი, 12 წლის. ვსწავლობ ცაგერის რაიონის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში. ვსწავლობ ინგლისურ და რუსულ ენებს. მეორე წელია ვუერთები ამ პოექტს. ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. სურვილი მაქვს საფრანგეთსა და იტალიაში ვიმოგზაურო“, - ასე აღწერს ფოტოს და საკუთარ თავს ლანა კოპალიანი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203