დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო კონკურსში მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ
30-09-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა სასკოლო კონკურსში მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი სკოლას თავად ესტუმრა და გარდა სერტიფიკატებისა, სკოლას საჩუქრად ლეპტოპი და პროცესორიც გადასცა. 

სასკოლო კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ ბათუმში გაიმართა. აღნიშნული კონკურსი საერთაშორისო კონფერენციის „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ ჩატარდა. 

„გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი სქართველოში, ღასან ხალილი მახინჯაურის საჯარო სკოლას ესტუმრა და კონკურსის მონაწილეებს სერტიფიკატებიც თავად გადასცა.
მახინჯაურის საჯარო სკოლა მონაწილეობას იღებდა სასკოლო კონკურსში, რომელიც ბათუმში გამართული მეორე საერთაშორისო კონფერენციის „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ ფარგლებში ჩატარდა.
ციფრული გარემოს გასაუმჯობესებლად გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა სკოლას ლეპტოპი და პროექტორი გადასცეს საჩუქრად“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203