„ეტალონმა“ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
30-09-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ზარინე ვარტანიანი (VIII კლასი), გურგენ პაპოიანი (IX კლასი), ემმა ეზეკიანი (IX კლასი), სასუნ წარუკიანი (IX კლასი) და ანნა კიურეგიანი (IX კლასი) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203