განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძემ ახალგაზრდებს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაცია გააცნო
30-09-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე თვიმმართველობის არჩევნების შესახებ გამართული საინფორმაციო შეხვედრის სპიკერი იყო.
მან ახალგაზრდებს ინფორმაცია თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გააცნო.
შეხვედრა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ და „ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრმა“ კამპანიის – „პირველად თვითმართველობის არჩევნებზე“ ფარგლებში ჩაატარა.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში სულ სამი შეხვედრა გაიმართა და მისი მიზანი თვითმმართველობის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, თვითმმართველობის განვითარებაში ახალგაზრდების როლის გაძლიერება და არჩევნებში მონაწიელობის მხარდაჭერა იყო.
სწორედ ამ ონლაინ შეხვედრების ერთ-ერთი სპიკერი იყო განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს