
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ფარანძემ ასატრიანი (XI კლასი), სერინე ოგანესიანი, (XI კლასი), ოფელია კირაკოსიანი (XI კლასი), არუსიაკ მკრტიჩიანი (XI კლასი) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: