მელეს საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ინგა ონიანმა და ვალერი ბაკურაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
30-09-2021

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სპორტის პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლის დირექცია მასწავლებლებს - ინგა ონიანს და ვალერი ბაკურაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. 

„მელეს საჯარო სკოლის კიდევ ორი პედაგოგი ინგა ონიანი (საგანი - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) და ვალერი ბაკურაძე (საგანი - სპორტი წარმატებით დაადასტურეს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია) გახდა უფროსი პედაგოგი. ვულოცავთ, კარიერულ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში. შეგახსენებთ რომ სკოლა არის საბაზო საფეხურის (ცხრაწლედი) ათი პედაგოგიდან შვიდს უფროსი პედაგოგის სტატუსი აქვს: მზიურა ნიჟარაძე უფროსი (ქართული ენა და ლიტერატურა), მაია გველებიანი უფროსი (ბუნებისმეტყველება), ეკა გვიდანი უფროსი (ქართული ენა და ლიტერატურა), ნინო პირველი უფროსი (რუსული ენა), ელდარი ონიანი უფროსი (ქიმია ფიზიკა), ინგა ონიანი უფროსი (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) ვალერი ბაკურაძე უფროსი (სპორტი). აღსანიშნავია, რომ სკოლაში სამი მოწვეული პედაგოგია და ჯამში ცამეტი მასწავლებელი ასწავლის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203