
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის ტესტირებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში 29 სექტემბერს ჩატარდა.
ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები: