
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის სპეცმასწავლებელმა შორენა მამუკიშვილმა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსის სტატუსი მოიპოვა.
სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.