ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ
30-09-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდნენ. კონკურსის პირველი ეტაპის ტესტირებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში 29 სექტემბერს ჩატარდა.

ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატში მონაწილე ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეორგოლები გადაიღეს, სადაც ისინი კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრობენ და საზოგადოებას შთაბეჭდილებებს უზიარებენ.

„უკვე რამდენიმე წელია, რაც ტრადიციულად ჩვენი სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობ​ენ. ამ წელს პანდემიის გამო კონკურსი დისტანციურად ჩატარდა. მოსწავლეები კონკურსში აქტიურად და სიამოვნებით მონაწილეობდნენ. უღრმესი მადლობა პროექტის ხელმძღვანელებს“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის, ლალაზარ აროიანის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:






 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203