კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა მაუდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა
28-01-2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის სუპერლიგა A-ს ფარგლებში გამართულ მატჩში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, მაუდის ნაკრებს დაუპირისპირდა.

კსუ-ს ფეხბურთელებისათვის შეხვედრა წარმატებული გამოდგა. მოთამაშეებმა მეორე ტაიმში, 38 წუთზე ორი გოლის გატანა მოახერხეს. მეტოქის კარი ნიკოლოზ გორდულაძის გოლის შემდეგ,  გარი წერეთელმა დალაშქრა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 2:1 დაფიქსირდა.

მატჩის დასასრულს, ტრადიციულად, ორივე გუნდიდან თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. კსუ-ს მხრიდან ეს გამარჯვება გუნდის მცველმა დავით ხარაზმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ს გუნდის მწვრთნელი ილია მოდებაძე გახლავთ, გუნდს უახლოესი თამაში 11 თებერვალს თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანებასთან აქვს ჩანიშნული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203