რისკჯგუფში მყოფი მასწავლებლები გაკვეთილებს სახლიდან ჩაატარებენ - მიხეილ ჩხენკელი
29-09-2021

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და იქვე, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ“.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

ვინაიდან, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

იხილეთ ასევე: დისტანციური სწავლის არჩევა ხუთშაბათობით შეგეძლებათ - ვადები და დეტალები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203