ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-09-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანა ლაგაზიძე, ირმა იდოიძე, ოთარი ტოროლაშვილი, მარიამი ბაიხოიძე, ვასილ ჯამარიშვილი, ლევანი ფილიშვილი, თათია ბაიხოიძე, ვალერიან ლუხიმაიძე, ტარიელ ცისკარიშვილი, მაკა საგინაშვილი და გვანცა გარსევანიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახმეტელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203