ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
29-09-2021

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები: დენიზა თოლორაია (IX კლასი), ნინო ნოდია (XI კლასი), საბა ქოიავა (X კლასი) და გვანცა სხულუხია (XI კლასი) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში აბაშელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203