ონტოფოს საჯარო სკოლის 7-მა მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სიგელები დაიმსახურა
აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.მათ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობისათვის სპეციალური სიგელები დაიმსახურეს.
წარმატებული მოსწავლეები არიან:
- ლიკა ღვანია - XI;
- გვანცა ჯაკონია - XI;
- ლუკა ჯაკონია - X;
- მარიამი ქიქავა - X;
- მარიამი ნადარეიშვილი - IX;
- ელი აბულაძე - IX;
- ფრიდონი ბჟალავა IX.
იხილეთ ფოტოები: