ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში
29-09-2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა.

ეკოკლუბის წევრებმა კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს. სკოლა ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეული გახდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს CENN-ის მიერ დაარსდა, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203