ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ედელვაისი“ გარემოსდაცვით კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუქრდა 
29-09-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „ედელვაისი“ გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა.

სკოლის ეკოკლუბმა კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან საჩუქრად პროექტორი დაიმსახურა.

„პირველი წარმატება ბადიაურის სკოლას. სურსათის ეროვნული სააგენტოდან - პრიზი, პროექტორი“, - წერია სკოლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს CENN-ის მიერ დაარსდა, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203