„ეტალონმა“ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
29-09-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ელიზავეტ მაისურაძე, თემო გელდიაშვილი, ლევანი მეზვრიშვილი, გიორგი ლიქოკელი, ნუცა სიხარულიძე, შიო მაისურაძე, დათო დანელაშვილი, ანი გამილაღდიშვილი, ანი ნინოშვილი, მაკა კახოშვილი და მარიამ ციებაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახმეტელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203