საგვაზავოს საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს „ეტალონმა“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადასცა
29-09-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები - ლიზი ბოკუჩავა, ვიკა ბოკუჩავა და ნანა ლიპარტელიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში აბაშელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია