სახალვაშოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მარჯანი“ გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში დასაჩუქრდა
29-09-2021
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მარჯანი“ გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა.

ეკოკლუბის წევრებმა კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო  და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ 2021 წლის გამარჯვებულები 28 სექტემბერს გამოვლინდნენ; გარდა ამისა, დასახელდნენ კონკურსის პარტნიორების რჩეული ეკოკლუბებიც და დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით - სახალვაშოს საჯარო სკოლამ თბილისის ზოოპარკისგან ჯილდოდ ბიომრავალფეროვნების თემაზე საგანამანათლებლო მასალები დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს CENN-ის მიერ დაარსდა, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203