დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე მომავალი“ გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში მოხვდა
29-09-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მწვანე მომავალი“ გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა. 

კლუბის წევრებმა კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს, რის გამოც მათ ფინალში მოხვედრა დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს CENN-ის მიერ დაარსდა, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი.

დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა სკოლამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203