გორგაძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა განახორციელა
29-09-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „გზამკვლევი“ გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა. 

კლუბის წევრებმა კონკურსის ფარგლებში არაერთი გარემოსდაცვითი პროექტი და აქტივობა განახორციელეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკოკლუბი ვერ მოხვდა ათეულს შორის ის მაინც აქტიურად გააგრძელებს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას. 
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში:

განხორციელდა 6 პროექტი, ჩატარდა 18 ვებინარი, მოეწყო 25 სამუშაო შეხვედრა, ჩაწერილია 19 ვიდეო, ეკოკლუბმა წამოიწყო 5 საინფორმაციო კამპანია, დამზადდა 8 სახის ბუკლეტი 2000 ცალის ოდენობით, ონლაინ სინფორმაციო კამპანიის - „ჩვენი სოფლის ბუნება“ ფარგლებში აღწერილია სოფელ გორგაძეებში არსებული 50 მცენარე.

ეკოკლუბი გზამკვლევი თანამშრომლობდა 4 ორგანიზაციასთან და 3 ეკოკლუბთან. 

რა შევცვალეთ ჩვენ?
  • სკოლაში გავააქტიურეთ ბევრი ახალგაზრდა;
  • ვისწავლეთ პროექტის წერა;
  • ვითანამშრომლეთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მერიასთან და საკრებულოსთან;
  • დავუახლოვდით სხვადასხვა ეკოკლუბს და ამით უფრო გავაძლიერეთ ჩვენი მუშაობა;
  • თემში ამაღლდა ცნობიერება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ;
  • ახალგაზრდებს შევძინეთ სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევები;
  • მდგრადი განვითარების მიზნები გავაცანით ყველას და ა.შ

მადლობა CENN -ის ორგანიზაციას და პროექტის პარტნიორებს, აჭარის რეგიონის კოორდინატორს ბატონ ირაკლი მიქელაძეს და ეკოკლუბის ხელმძღვანელს ქალბატონ დოდო კენჭიშვილს.
ჩვენ ვართ გლობალურად მოაზროვნე, გარემოს დამცველთა გაერთიანება და ჩვენ უნდა შევიტანოთ უდიდესი წვლილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203