
ახმეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნია ოთიაშვილი, ანი თორღვაშვილი, თეკლე გორთმაშვილი, ნია ჯავახიშვილი, დაჩი ჯავახიშვილი, მარიამი ჭუაძე, ქეთი გილაძე, ლუკა აპრილაშვილი და გიორგი ბერიშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახმეტელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: