მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
29-09-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თათია სტურუა (XI კლასი), მანანა თევზაძე (VIII კლასი) საბა დუნდუა (VIII) ნიკოლოზ დუნდუა (IX კლასი) და ოლეგ თევზაძე (IX კლასი) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში აბაშელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია