„ეტალონმა“ კასრისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
29-09-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამარ ზურაბაშვილი, დევი თილიძე, თურაჩ ალიევი, ვიაჩესლავ ტუმასიანი და სტანისლავ ტუმასიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახმეტელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია