„პირველკლასელთა პირველი წარმატებული ნაბიჯი“- იდლიანის საჯარო სკოლის პედაგოგ მარინე ჭკადუას სადამრიგებლო კლასი izrune.ge -ს დიდ ოჯახს შეუერთდა
29-09-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის პედაგოგ მარინე ჭკადუას სადამრიგებლო კლასი izrune.ge -ს დიდ ოჯახს შეუერთდა. 

პირველკლასელებმა პირველ წარმატებასაც მიაღწიეს და სექტემბრის შემაჯამებელ ტესტში დიპლომებიც დაიმსახურეს. 

პედაგოგი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში ჩართვას პირველკლასელების პირველ წარმატებულ ნაბიჯად აფასებს და ახარებს, რომ მათი დამრიგებლობა ხვდა წილად. 

„ჩემი სადამრიგებლო კლასის (პირველკლასელების) პირველი წარმატებული ნაბიჯი. გილოცავთ ბავშვებო პირველ წარმატებას, ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ უფრო მეტის მოლოდინში ვართ. მადლობა თვენს მშობლებს აქტიურობისთვის, თანამშრომლობისთვის და მადლობა izrune.ge-ს თქვენი დაჯილდოებისთვის. თქვენ ეს დაიმსახურეთ. უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი ნიჭიერი, გონიერი და ლამაზი გოგო-ბიჭების კლასის დამრიგებლობა მხვდა წილად. მიყვარხართ და მეიმედებით“,- წერს პედაგოგი მარინე ჭკადუა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203