
ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“ აქტიურად მუშაობს, რათა 2021-2022 სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესო აქტივობებითა და იდეებით დატვირთული იყოს.
დირექტორი ნინა ჩიკვაშვილი სკოლის პედაგოგებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე აკადემიური და არაფორმალური განათლების მიმართულებით მიმდინარე გეგმები განიხილეს.
„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სასწავლო წელი იყოს უფრო საინტერესო, ბევრი აქტივობითა და იდეებით დატვირთული. ნინა ჩიკვაშვილმა, „პროგრესელ“ პედაგოგებთან ერთად მიმდინარე გეგმები განიხილა, როგორც აკადემიური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით პროგრესულ მომავალს“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები: