ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლიზი სიხარულიძემ izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მეხუთეკლასელმა, ლიზი სიხარულიძემ
izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.