თბილისის N120 საჯარო სკოლის IX2 კლასში აფხაზეთზე ისაუბრეს. მათ თემასთან დაკავშირებით კედლის გაზეთიც გამოუშვეს.
კლასის დამრიგებელმა, ინგა ჯინჭარაძემ კლასის საათი ონლაინ ჩაატარა და ისაუბრა თემაზე - „აფხაზეთი ტკივილია ჩვენი“. მოსწავლეებმა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადღებული ფოტოები დაათვალიერეს.
„თბილისის N120 საჯარო სკოლის IX2 კლასში ონლაინ ფორმატში ჩატარდა კლასის საათი თემაზე: „აფხაზეთი ტკივილია ჩვენი!"
მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღე 1993 წლის 27 სექტემბერი. დაათვალიერეს გერმანელი ფოტოგრაფის ენდი შვიტცის ახალი ფოტოები ოკუპირებული აფხაზეთიდან. გამოხატეს თავიანთი ემოცია. მათი აზრით, აფხაზეთის ხსნა და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ დედასაქართველოს წიაღში დაბრუნებით. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოუშვეს კედლის გაზეთი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.