
2021-2022 სასწავლო წელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში უკვე დაიწყო.
სკოლამ სწავლის განახლებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი დისტანციურად გაავრცელა და სასკოლო საზოგადოებას ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა:
„საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს და თანამშრომლებს გილოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. მართალია, სწავლა დინსტანციურად დაიწყო, მაგრამ იმედია ძალიან მალე (4 ოქტომბერს) ჩვენს პირველკლასელებთან ერთად დაუბრუნდებით თქვენს საკლასო ოთახებს. გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერ სასწავლო წელს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიმართვაში.