
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის ზრუნავენ.
სკოლის კიდევ ერთმა პედაგოგმა ეკა ლომთაძემ სტატუსი აიმაღლა. მასწავლებელს ამ წარმატებას დირექცია დიდი სიხარულით ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ჩვენს რიგებს კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა. ვულოცავთ ეკა ლომთაძეს ამ წარმატებას. პროფესიულ კარიერაში კიდევ მეტ წარმატებას გისურვებთ “, - აღნიშნულია დღნორისის საჯარო სკოლის დირექციის განცხადებაში.