
2021-2022 სასწავლო წელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში უკვე დაიწყო.
სკოლამ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის განახლება დისტანციურად მიულოცა და საკლასო ოთახებში მალე დაბრუნება უსურვა:
„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
წარმატებულ, ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ. იმედია, მალე საკლასო ოთახებში შევძლებთ სასწავლო წლის გაგრძელებას“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.