საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებზე საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებენ
28-09-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს 2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. მიუხედავად ონლაინ გაკვეთილებისა, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ. ბავშვები სასწავლო პროცესში დიდი ინტერესით არიან ჩართულნი.
მასწავლებლის, ნაირა ჯანთიშვილის ხელმძღვანელობით მეხუთე კლასის მოსწავლეები დისტანციურ გაკვეთილებზე საინტერესო და მრავალფეროვან ექსპერიმენტებს ატარებენ.
„მე-5 კლასის დღევანდელი ონლაინ გაკვეთილი და ნოდიკოს პირველი ექსპერიმენტი. მართალია შვიდნი არიან, მაგრამ უმეტესად 100% დასწრებაა, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნავს პერადგოგი ნაირა ჯანთიშვილი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია