„თქვენ სწავლობთ სკოლაში, სადაც ყველას ძალიან უყვარხართ!“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის დირექციის მიმართვა მოსწავლეებს
28-09-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. 

დირექცია მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დისტანციურად მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვა. მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, ბავშვები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

„ახალ სასწავლო წელს გილოცავთ ჩვენო უმცროსო მეგობრებო, წარმატებულ და მშვიდობიან წელს გისურვებთ. დღეს დილაადრიან არ მოგიწევთ სკოლაში მოსვლა და ვერც მონატრებული ზარის ხმას გაიგონებთ, „თიმსის“ ზარი შეგაფხიზლებთ. გაკვეთილები ისევ ისეთი იქნება, როგორც ყოველთვის.

გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს ახალი მიზნების, იდეების განხორციელების. იმედი გვაქვს, ყველა გამოწვევას ღირსეულად დავძლევთ...

თქვენ ხართ ჩვენი დიდი იმედი და მომავლის რწმენა!!!

ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება, ოღონდ მანამდე არ დაივიწყოთ სკოლა, არ დაკარგოთ მის მიმართ რწმენა და სიყვარული, რადგან მომავალში ყველაზე სათუთი მოგონებები მხოლოს მას უკავშირდება.

თქვენ სწავლობთ სკოლაში, სადაც ყველას ძალიან უყვარხართ!!!“- წერია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203