„მჯერა, თქვენს წარმატებას არაერთხელ ვიხილავთ საზოგადოდ“- ბეღლეთის საჯარო სკოლის 2019 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
28-09-2021

ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის 2019 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ. 

სკოლის დირექტორმა, რამაზ ლომიძემ მოსწავლეებს წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა. 

„მინდა კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგილოცოთ: ნინო, ფატიმა და უშანგი სკოლის წარმატებით დასრულება, მაგრამ ამჯერად არა ხელცარიელმა. გისურვებ, მთელი ცხოვრება ასე იბრწყინოთ და ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს თქვენი წარმატების. ძალიან მწყენს, რომ ასეთ საჩუქარს სკოლისთვის საზეიმო ღონისძიება არ ახლავს და არსებული კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ინდივიდუალურად გვიწევს გადმოცემა, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი გაივლის და თქვენ წარმატებებს არაერთხელ ვიხილავთ საზოგადოდ“,- აღნიშნულია დირექტორის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203