იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საინიციატივო ჯგუფმა საგრანტო კონკურსში დაფინანსება მოიპოვა
28-09-2021

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საინიციატივო ჯგუფმა საგრანტო კონკურსში ინიციატივით - „თანაბარი შესაძლებლობები“ დაფინანსება მოიპოვა. პროექტის ავტორი წამყავნი პედაგოგი ხატია რაზმაძეა.

„ჩვენი სკოლის საინიციატივო ჯგუფმა, რომელსაც აერთიანებს ერთი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე, მონაწილეობა მიიღო რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დეოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში ინიციატივით „თანაბარი შესაძლებლობები“ და მოიპოვა დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციტალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი.

გთავაზობთ ჩვენი მოსწავლეების მიერ გადაღებულ ვიდეორგოლს, სადაც გამოკვეთილია პრობლემა, რომლის გადაჭრაც არის ჩვენი ახალი პროექტის მიზანი, რომლსაც განვახორციელებთ უახლოეს დღეებში. ჩვენი პროექტი იქნება მაგალითი როგორი უნდა იყოს „აქტიური მოქალაქე“ საკუთარ ქალაქში. პროექტის ავტორი - ჩვენი სკოლის წამყავნი პედაგოგი ხატია რაზმაძე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203