
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და ამ დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს. 27 სექტემბერი ის ისტორიული დღეა, როდესაც საქართველომ აფხაზეთი დაკარგა.
„მოგეხსენებათ, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს „სოხუმი დაეცა“. ჩვენი მოსწავლები ისტორიული ფოტოებით, საკუთარი ნახატებით და ლექსებით შეეცადნენ, გაეხსენებინათ სოხუმის დაცემის დღე და იმედი გამოთქვეს აფხაზეთში დაბრუნებაზე“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეოები: