„იმედია, მორიგი გაჩერება საკლასო ოთახი იქნება“ - ქობულეთის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი მაგული ჯინჭარაძე მერვეკლასელებს მიმართავს
28-09-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი მაგული ჯინჭარაძე მერვეკლასელებს მიმართავს. პედაგოგმა კლასში პირველი გაკვეთილი დისტანციურად ჩაატარა და იმედოვნებს, რომ მოსწავლეებს მალე პირადად გაიცნობს.

„ჩავატარეთ მორიგი ონლაინ გაკვეთილი ჩემო უცნობო მე-8 კლასო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საყვარელი და მოტივირებული ბავშვები ხართ. ონლაინ სივრცეს ხელი არ შეუშლია, რომ თქვენთან აქტიური ინტერაქცია მქონებოდა. თქვენ უმალვე შემოდიოდით გაკვეთილზე და მერთვებოდით. შორიდან მესმოდა თქვენი ჟღურტულა ხმები. მართალია, აქ უფრო კომფორტულად ვიყავით, უამრავი საინტერესო რესურსიც გიჩვენეთ და შეგიყვანეთ ქიმიის საოცარ სმყაროში, მაგრამ თქვენთან რეალურ სივრცეში შეხვედრა მაინც მნიშვნელოვანია. იმედია, მორიგი გაჩერება საკლასო ოთახი იქნება“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203