ბარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
28-09-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ბარეთის სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საქართველოსთვის დაცემული გმირები გაიხსენეს. მართალია, დაღუპულ გმირთა მემორიალთან არ მისულან, თუმცა ყვავილებით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, წაიკითხეს ლექსები, მოისმინეს ისტორიები აფხაზეთის ომის შესახებ. მადლობა ბავშვებო“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიიდან ერთ-ერთი უმძიმესი დღეა.

აფხაზეთის ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. იგი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. შეიარაღებულ დაპირისპირებაში 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასზე მეტი დევნილად იქცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203