
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლას 2020-21 სასწავლო წელს კიდევ ერთი ოქროსმედალოსანი ჰყავს.
წარჩინებული კურსდამთავრებული მარიამ ყავრელიშვილი დღეს უკვე ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლავთ.
სკოლაში, დირექტორის თამარ ოძელაშვილის ხელმძღვანელობით, მარიამს წინსვლას ულოცავენ და უამრავ წარმატებას უსურვებენ.
„მარიამი ყოველთვის განსაკუთრებული სიბეჯითითა და მონდომებით გამოირჩეოდა. ყველა დადებითი ეპითეტი, რაც არსებობს, შემიძლია თამამად გამოვიყენო მარიამის დასახასიათებლად. მომავალში უფრო დიდ წინსვლას და წარმატებას ველოდები მარიამისგან. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ყოველთვის ასახელებს საკუთარ ოჯახს, სკოლას, რაიონსა და ქვეყანას", - აღნიშნავს მარიამის დამრიგებელი ნინო სუდაძე.