ხვალიდან მასწავლებლების კოვიდტესტირება იწყება - აჭარის სკოლები დასწრებთი სწავლებისთვის ემზადებიან
27-09-2021

ხვალიდან 28 სექტემბრიდან მასწავლებლებს კოვიდტესტირება ჩაუტარდებათ - აჭარაში ინფექციის დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი - 4 პროცენტზე ნაკლებია და შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ სწავლა დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბრიდან გაგრძელდება.

აქედან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ემზადებიან მოსწავლეების დასახვედრად, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რაც რა თქმა უნდა, მასწავლებლების კოვიდტესტირებასაც მოიაზრებს. ასე რომ, პედაგოგები 28 სექტემბრიდან უკვე სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებენ. საბოლოოდ კი, როგორი ფორმატით განახლდება სასწავლო პროცესი, როგორც აჭარაში, ასევე საქართველოს ყველა სკოლაში, მიმდინარე კვირაში გამოჩნდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203