ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა izrune.ge-ს საქართველოს სუპერ სკოლის ტიტულს ღირსეულად ატარებს 
27-09-2021
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა izrune.ge-ს საქართველოს სუპერ სკოლის ტიტულს ღირსეულად ატარებს.

სკოლაში დიპლომი თვალსაჩინო ადგილას განათავსეს ამაყობენ, რომ ამ ტიტულს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ izrune.ge-მ გამოავლინა 2020-2021 სასწავლო წლის საქართველოს 100 სუპერ სკოლა, სადაც დირექცია და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, და განსაკუთრებულად ზრუნავენ თითოეულ მოსწავლეზე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203