თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეორგოლები შექმნეს
27-09-2021
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის 28-ე წლისთვათან დაკავშირებით, ვიდეორგოლები შექმნეს. 

მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომში დაღუპული გმირები და პატივი მიაგეს მათ.

„2021 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა, ეს დღე ქართველი ერის უდიდესი მოუშუშებელი ტკივილია. წარმოგიდგენთ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლის 10 და 12 კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეორგოლებს, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომის გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
მასწავლებელი მაკა ლუტიძე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203